გურიის მოამბე

ევროკავშირი გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს – ჰიპერი

“ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს” – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ და “უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს” შედეგები მოჰყვეს.

”ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ანიტა ჰიპერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share