პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე:
2028-2030 წლამდე ამ რეჟიმს ვინ აცდის? ზღაპრების აღარავის სჯერა, რომ ამათ რაიმე ფორმით დასავლური და ქართული ფასეულობების შერწყმა და სინთეზი სურთ.ჩვეულებრივ გამოჩნდა, რომ კრემლის გეგმის ჭანჭიკები არიან ე.წ. “პრეზიდენტს არ გააჩნია საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გააჩნია საზოგადოების დიდი ნაწილის ნდომა, საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და არც პარლამენტის ნდობა და ლეგიტიმაცია არსებობს, სასამართლოს საერთოდ განულებული აქვს რაიმე სახის ნდობა.ეს უნდობლობა არის როგორც ადგილობრივ დონეზე, ხალხში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.არ შეიძლება გჯეროდეს, რომ რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანში, ვენესუელას და ჩინეთის გარდა ყველგან გამეფებულია “გლობალური ომის პარტია “, რომელიც რატომღაც არ აღიარებს ლეგიტიმურად უზურპატორ კლანს და ამიტომ ფერხდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.გამოსავალი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან: სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობის განვითარება რეჟიმის იძულება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭირვალე საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება.არჩეულმა პარლამენტმა კოალიციური მთავრობა უნდა შექმნას და მყისიერად გაატაროს რეფორმები, პირველივე წელს, ვინაიდან მერე გართულდება, მათ შორის: ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საჯარო სამსახურის რეფორმა, სახელმწიფოს მოწყობის წესისა და მმართველობის ფორმის საკონსტიტუციო რეფორმა, რესპუბლიკური წყობის და სეკულარიზმის განმტკიცება.საკმაოდ მტკივნეული რეფორმები იქნება, რომელთა აღსრულება შეუქცევადი უნდა იქცეს.ამ კოალიციურ მთავრობას, შემდეგი პოლიტიკური მომავალი არ ექნება, მაგრამ ისტორიულ როლს შეასრულებს!