გურიის მოამბე

ხელისუფლება გადავიდა ფიზიკური იზოლაციის ეტაპზე, რომელსაც განსაკუთრებული რეაქცია სჭირდება- გიორგი თარგამაძე

ხელისუფლება გადავიდა ფიზიკური იზოლაციის ანუ დაპატიმრებების ეტაპზე. ეს არის ის ფაზა, ის მდგომარეობა, რომელსაც უკვე განსაკუთრებული რეაქცია და გამოხმაურება სჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

თარგამაძის თქმით, მედიასაშუალებების 3-საათიანი გაფიცვა არის მცდელობა, შეიქმნას გარკვეული წარმოდგენა, რას ნიშნავს ცხოვრება კრიტიკული მედიის არარსებობის პირობებში.

ხელისუფლება გადავიდა ფიზიკური იზოლაციის ანუ დაპატიმრებების ეტაპზე. ეს არის ის ფაზა, ის მდგომარეობა, რომელსაც უკვე განსაკუთრებული რეაქცია და გამოხმაურება სჭირდება, არა მარტო მედიის საერთო სოლიდარობის გამოხატვის კუთხით, არამედ საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ჩართულობის კუთხითაც, ამიტომ ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ გამოვხატავთ ახლა სოლიდარობას, არა მხოლოდ მზიას, მაგრამ უშაულოდ კონკრეტული მედიასაშუალების პარტნიორობასთან მიმართებაში, ეს არის მცდელობა, შევქმნათ გარკვეული წარმოდგენა, რას ნიშნავს კრიტიკული მედიის არარსებობის პირობებში, საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში ცხოვრება მთელი საზოგადოებისთვის, – ამბობს გიორგი თარგამაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share