“ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ჭანჭიკი აღმოჩნდა” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მედიაექსპერტი, რომელსაც 15 იანვარს “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემა ინსტრუმენტად არის ქცეული.
“დიქტატურა შეტევაზე უკვე გადმოვიდა” – ამბობს ზვიად ქორიძე.
”ასეთი მმართველობა ახასიათებს მხოლოდ დიქტატურას. აი ამ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაზე. ეს დიქტატურა ყველა განზომილებით არს ჩვენს ცხოვრებაში შემოსული. ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის ძალადობა, ეს არის ცემა, დევნა, როგორიც საპოლიციო მანქანების, საპოლიციო სისტემების, რომელიც აბსოლუტურად არ წარმოადგენს სახელმწიფოს დამცავ ინსტრუმენტს, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, მოქალაქეებზე ძალადობის ინსტრუმენტია.
ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა გამოვლინებებს, როდესაც მოქალაქეებს აპირისპირებენ ერთმანეთთან, როდესაც ცდილობენ მოძებნონ ათასი ტიპის განტევები ვაცები, რომელსაც გადაამტვრევ ჯოხს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ამიტომ ეძებენ ყველგან აგენტებს. თავად არიან ღია აგენტები. ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო მთლიანად ინსტრუმენტია ამ ძალადობის ხელში და ის რაც მოხდა მზია ამაღლობელთან, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ჭანჭიკი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის. დიქტატურა უკვე გადმოვიდა შეტევაზე”, – ამბობს ზვიად ქორიძე.
შეგახსენებთ, 15 იანვარს, ბათუმში, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ.