გურიის მოამბე

“დღეს საქართველოს ბანდიტები მართავენ” – ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია “ქართულ ოცნებას” დანაშაულებრივ ჯგუფად აცხადებს და  ამბობს, რომ დღეს საქართველოს ბანდიტები მართავენ.

“ივანიშვილი პოლიტიკურად კეთროვანია” – აღნიშნავს ვახო სანაია და მიაჩნია, რომ გაფიცვა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, რომელსაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

”ეს ხელისუფლება მთლიანად არის დანაშაულებრივი ჯგუფი. სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, ბანდიტები არიან. ბანდიტები მართავენ დღეს საქართველოს… ვიღაცებს ეგონათ, რომ ქართველ ხალხს არ ჰქონდათ გამძლეობა. როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, სიცივეში დგომა კი არა ყველაფერს გაიღებს ადამიანი. ეს არ შეიძლება, რომ დამთავრდეს რუსეთის გამარჯვებთ საქართველოში. შესაძლებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს ასე რომ მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ.

ამისთვის პროტესტის ბევრი სხვადასხვა ფორმაა საჭირო. გაფიცვა ეს არის უმძლავრესი იარაღი, ამით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება რეჟიმთან ბრძოლაში. ეს ხომ გამაფრთხილებელი იყო დღეს, ხალხმა გააფრთხილა სამი საათით, მაგრამ ეს შეძლება უფრო ხანგრძლივად იყოს, უფრო მძლავრი იყოს. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ არანაირი შანსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ არის. ის არის პოლიტიკურად კეთროვანი”, – ამბობს ვახო სანაია.

ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიაში. ასობით კომპანიის ათასობით თანამშრომელმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ ერთ აქციაზე არ ისმოდა. დღეს პროტესტის ხმა ერთდროულად ასობით უბანში და ასობთ ქუჩაზე ისმოდა.

ქუჩაში გამოვიდა ის მსხვილი ბიზნესი, რომლის გადახდილი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტი ივსება და ისინიც, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მფლობელი, დღეს გაფიცვას იმ კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ვის ხელმძღვანელებსაც წინასწარ არ უთქვამთ, რომ გაფიცულებს მხარს უჭერენ. ქუჩაში იდგნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის “ლიბერთი ბანკის” თანამშრომლებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share