გურიის მოამბე

“ქვეყანა სავალალო ეკონომიკურ შედეგებამდე მივა”

ბიზნესი ივანიშივლის რეჟიმის წინააღმდეგ – კომპანიები რომელთა ბრუნვა 10 მილიარდს აჭარებებს, გაფიცვის შემდეგ ახალ სამოქმედო ნაბიჯებს გეგმავენ. მოთხოვნები უცვლელია -ახალი არჩევნები ქვეყნაში და ყველა პატიმრის გათავისუფლება.

პოლიტიკური კრიზისი უკვე შემოდის ეკონომიკაში – ასეთია ბიზნესის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილის ხელისუფლებას.

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ნიკა გილაური ამბობს, რომ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, ქვეყანა ბევრად უფრო სავალალო ეკონომიკურ შედეგებამდე მივა.

გილაურის თქმით, სესხები გაზრდის პროცესშია, მცირდება საერთაშორისო ვალუტების შემოდინებები ქვეყანაში პროგნოზით,

მისი ვარაუდით, ასევე 3-6 თვეში ლარის კურსი კიდევ უფრო გაუარესდება.

”848 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა დააფინანსა, ასევე ვთქვათ გაისროა ამ 9 თვის განმავლობაში, რომ დაებალანსებიანა ქვეყანაში შემოსავლები და გასაველები. თუ იზოლაცია და ეს პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, უკვე ჩანს, რომ დღესდღეობით ლარი არის უფრო ძვირი, ვიდრე უნდა იყოს და ის 10-15%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე უნდა იყოს. უახლოეს 3-6 თვეში უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუარესებას მინიმუმ 3,1-ზე, შეიძლება, უფრო მაღლა. სესხების ზრდის პროცესში ვართ. ამ პროცესს აუცილებლად დაემატება სესხების გაძვირება და შესაბამისად, ესეც დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესზე. გვიმცირდება საერთაშორისო ვალუტების შემოდინებები ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ასევე პირდაპირიბ ინვესტორებიდან. გვაქვს ტურიზმში, ექსპერტში, გზავნილებში და პირდაპირ ინვესტიციებში საგრძნობი შემცირება. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, ბევრად უფრო სავალალო ეკონომიკურ შედეგებამდე მივალთ. გამოსავალი არის ის, რაზეც ჩვენ აქ ვართ შეკრებილები – ახალი არჩევნები, ევროინტეგრაცია და საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად ქცევა.  იმიტომ, რომ რეალურად, ეს არის საქართველოს ეკონომიკური ალტერნატივა. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ნიკა გილაურმა. 

ბიზნესმენების შეხვედრა “შერატონში” ორ საათზე მეტია მიმდინარეობს – ბიზნესმენები, ვინც ივანიშვილთან ერთად სანქცირების საფრთხის წინაშეა, დღეს ამ შეკრებაზე არ გამოჩენილან. თავისუფალი მოქალაქეების გვერდით დღეს მხოლოდ თავისუფალი ბიზნესი დადგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share