გურიის მოამბე

საჭიროა, ოცნებამ გაათავისუფლოს დემონსტრანტები და მათ ბრალდებები მოუხსნას – ჰიპერი

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ფორმულასთან საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია, ოცნებამ დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს, გაათავისუფლოს დემონსტრანტები და მათ ბრალდებები მოუხსნას.

ამასთან, ჰიპერი აღნიშნავს, რომ მოქალაქეების ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა, ცნობები წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც დაემატა ცნობები ოცნების მაღალჩნოსნების მონაწილებაზე სასტიკ თავდასხმაში საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, შოკისმომგრვრელია.

“ჩვენ დავგმეთ დაშინების, მუქარის, ფიზიკური თავდასხმის მზარდი აქტები. ძალადობა არასდროსაა პასუხი. ძალადობა არ არის პასუხი დემონსტრატების მოთხოვნაზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ. ამიტომ, ძალადობა შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს. დავგმეთ ქმედებები დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოციციის ლიდერების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი.

არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს, გაათავისუფლოს დემონსტრანტები და მათ ბრალდებები მოუხსნას. მოქალაქეების ფართოდ გავრცელებული დაშინება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა, ცნობები წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც დაემატა ცნობები ოცნების მაღალჩნოსნების მონაწილებაზე სასტიკ თავდასხმაში საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი შოკისმომგრვრელია.

დაუსჯელობისა და ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიტატის სტატუსის მქონე ქვეყანაზე”, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share