შვილები და მამები ერთად რეჟიმის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, საპროტესტო მარში რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე მივიდა. ქუჩაში დგას ორი თაობა, რომელიც საერთო მიზნისთვის ბრძოლამ გააერთიანა. ბრძოლა, რომლის დასრულების გზა მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე გადის.
”ჩემი პატარა შვილისთვის რუსული კანონის შემდეგ დაიწყო აქციებზე სიარული და მას შემდეგ აქციებზე დაგვყავს შეძლებისდაგვარად. სიცივის მიუხედავად, ბავშვი ამ გზას მსვლელობისას ამაყად მოაბიჟებდა, რადგან ეს არის ევროპული გზა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ აუცილებლად. ჩვენ ვამბობთ – არა რუსულ რეჟიმს და თავისუფლება დაკავებულ პოლიტპატიმრებს”, – ამბობს მცირეწლოვან შვილთან ერტად აქციაზე მყოფი მამა.