ელის თუ არა საქართველოს ყაზახეთის ბედი? პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თბილისში ბევრ მნიშვნელოვან და თვალშისაცემ პარალელს ხედავენ.
ავტორიტარიზმი, მუდმივი შეტევა დემოკრატიულ ღირებულებებზე, დასავლელი პარტნიორების მუდმივი უგულებელყოფა და რუსეთის სულ უფრო აქტიური ჩართულობა შიდა პოლიტიკურ პროცესში – ეს არის სცენარი, რომლის მიხედვითაც მოვლენები ყაზახეთში სისხლისღვრამდე მივიდა და რომლის მიხედვითაც ვითარდება პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში.
ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ექსპერტები ცალსახა მსგავსებას ხედავენ და შესაბამისად, უმოქმედობის შემთხვევაში, ქართული პოლიტიკური პროცესის მსგავს ფინალსაც არ გამორიცხავენ.
ტვ მთავარი