გურიის მოამბე

ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმების მიმართ – ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელ, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ძალადობას გმობს. 

შაჰინი ასევე გმობს “ოცნების” ხელისუფლების მიერ მიმდინარე ძალადობას მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ”.

„მე ვგმობ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიმდინარე ძალადობას მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ბოლო თავდასხმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანამშრომელ, ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ”, – წერს სენატორი შაჰინი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადების ტვიტს აზიარებს, სადაც აღწერილია ზვიად ქორიძეზე თავდასხმა. 

შეგახსენებთ, 15 იანვარს, ბათუმში, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share