“ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორის კავკასიიდან”, – ასე მიმართა გავლენიანი ამერიკული ტელევიზიიდან, Fox news-ის პირდაპირი ეთერიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წამყვანმა მას უთხრა, რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილი Fox news-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ შტატები არ იქნება დაინტერესებული ან დაკავშირებული რეჟიმთან, რომელცი არ ასახავს საკუთარი ხალხის ინტერესებს.