გურიის მოამბე

“პროკურატურა დღემდე დუმს, უწყება მთავრობაზეა დამოკიდებული” – დავით დოიაშვილი

რეჟისორი დავით დოიაშვილი საქართველოს პროკურატურას ივანიშვილის რეჟიმის გავლენებში ადანაშაულებს დაგიორგი გაბიტაშვილის უწყების დამოუკიდებლად საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

დავით დოიაშვილი განმარტავს, რომ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა არა “ხელისუფლებას”, არამედ პროკურატურას წაუყენა, თუმცა მისივე განმარტებით, გაბიტაშვილის უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

“პროკურატურა მთლიანად დამოკიდებულია მთავრობაზე ” – ამბობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ისეთ საქართველოში იცხოვრებს, სადაც პროკურატურა პარტიული ინტერესებისგან დაცლილი იქნება.

”ჩვენი ადრესატი არასდროს ყოფილა ე.წ. მთავრობა. არავისთვის არ მიგვიმართავს. ჩვენ ერთადერთი ვისაც მივმართავდით, ეს იყო პროკურატურა. მინდა ვცხოვრობდე ისეთ სახელმწიფოში, სადაც პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი. ყველაზე უფრო ცინიკური არის ის, რომ პროკურატურის მაგივრად გვპასუხობს მთავრობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პროკურატურა მთლიანად დამოკიდებულია მთავრობაზე და გვეუბნება ასეთ რამეს, რომ თურმე, თავმოყვარე მთავრობა ულტიმატუმის ენას არ პასუხობს. ჩვენ მთავრობისთვის არ მიგვიმართავს, გვჭირდებოდა პროკურატურა. აუცილებლად ვიცხოვრებ სახელმწიფოში, სადაც პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი ყველანაირი პარტიისგან.

პროკურორს ადამიანობა მაინც რომ ჰქონოდა, რომ რაიმეზე გამოგვხმაურებოდა, მაგარი იქნებოდა. ჩვენ თუ არა მშობლებს მაინც გამოხმაურებოდა და ეთქვა, რატომ შეიძლება ეს ბიჭები ისხდნენ სასამართლომდე. ხომ არ ვამბობ, სასამართლო არ ჩატარდეს, პირიქით, ჩატარდეს და ზუსტად ვიცი, იქაც უბედურება იქნება, მაგრამ აქამდე რატომ უნდა ისხდნენ. ამაზეც არ აქვთ პასუხი. ვისაც მივმართავდით იყო პროკურატურა, რომელიც დღემდე დუმს”, – ამბობს დავით დოიაშვილი.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – ქვეყნაში რეჟიმის წინააღმდეგ ახალი და მასშტაბური პროტესტი იწყება. ავანგარდში ხელოვანები იქნებიან. საპროტესტო ვიდეო – რგოლს “ახალი თეატრი” აქვეყნებს და მოქმედებაზე გადასვლას აანოსნებს.

მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ზუსტად 18:00 საათზე ელოდებიან, სადაც საზოგადოებას ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share