საქართველო ისტორიაში პირველად – სცენა ქუჩაში და საპროტესტო მანიფესტი რეჟიმის წინააღმდეგ მსახიობების მონაწილეობით. საქართველოში პროტესტმა დღეიდან სულ სხვა მასშტაბი და ფორმა მიიღო.
დღეს ხალხის მოთხოვნებს სცენიდან ქვეყნის წამყვანი მსახიობები აჟღერებდნენ. “ყველას ვერ დაგვიჭერთ” – ეს იყო “ახალი თეატრის” მანიფესტის მთავარი სათქმელი. ტიროდა ხალხი და ტიროდა დასი.
“თავისუფლება ანდროს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს” – ხელოვანების სამოქმედო გეგმა ცნობილია. ქვეყანაში პროტესტის ახალი და სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება. თეატრი რეგიონებში გადის. “ნახავთ, რა შეუძლია თეატრს” – დავით დოიაშვილმა და მსახიობებმა დღეს რეჟიმს უსიამოვნო გასტროლები დაუანონსეს. ხვალიდან ხელოვანების ბრძოლა თავისუფლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება.