წელზე მეტია, სასჯელს იხდის და ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის – ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, „საოცარი ჭორი და სიცრუე“ გაავრცელეს, რომ თითქოს ხელისუფლებას ციხის საავადმყოფოსთან მიყვანილი ჰყავდა მანქანა, რომელიც რაღაც რადიაციულ გამოსხივებას აფრქვევდა.

„გახსოვთ ეს სრული სიგიჟე და სიბეცე. მახსოვს, ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა იმას, რომ მინი ჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და გორის მოსახლეობას.

ამაზე ადამიანს შეიძლება გაეღიმოს, იმიტომ, რომ რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, გაგრძელდა. ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, მარჯვენა ხელის, მისი მშობლის, ქალბატონი ალასანიას მოწოდებულ მოსაზრებას ვეყრდნობი…

წელზე მეტია, ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახი, ადვოკატების, თანაპარტიელების, ასევე უცხოელი პარტნიორების დახმარებით ყველაფერს ცდილობს, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან დაიხსნან.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს და გააგრძელებს სასჯელის მოხდას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან მომავალში საპატიმროში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და მას კანონიერად შეერაცხა ბრალი და დაედო მსჯავრი.

ipn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share