კინოცენტრთან მიმდინარე საპროტესტო აქციას რეჟისორი ლანა ღოღობერიძეც უერთდება და მედიასთან ამბობს:
“გუშინ არაჩვეულებრივი პერფონმანსი იყო, თავისუფალი სულის, ეროვნული ენეგრიის გამოვლინება იყო. ხელოვნება მართლა მაშინ არის ნამდვილი და სახალხო, როდესაც ჟღერს ხალხის მაჯის ცემა სინქრონულად. ასეთი რამ ვნახეთ გუშინ. ხელოვნება მუდმივია, კინოც, თეატრიც ასეა. ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალია. ეს კანონზომიერებაა. გულით მებრალება ის ხალხი, რომელიც ამას ვერ იგებს”. ხელოვანები კინოცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ წარწერით – “კინო ტერორის წინააღმდეგ”.