ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”1 მილიონ317 ათას 354 ლარის – ნახევარ ტონაზე მეტი საწვავი 4 წელში!
არ მოგესმათ, ოზურგეთის მერმა და მისმა ბიუჯეტის წურბელებმა ( იხილეთ დანართში ) 535 107 ლიტრი საწვავი დახარჯეს ოთხ წელში( მეოთხე წლისას ახლა ხარჯავენ).
აქვე შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ფართობი სულ 643,07 კვადრატული კილომეტრია და აქედან გზების 76 % მოუწესრიგებელია, სადაც დიდ ნაწილზე სასწრაფოს, სახანძროს და უბრალოდ ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია! თუმცა, სამაგიეროდ, თბილისი – ოზურგეთის გზა არის 300 კილომეტრი, მერი თბილისიდან დადის . 4 ავტომობილი ემსახურება მხოლოდ მას.
ასევე, უნდა იცოდეთ შემდეგი ფაქტი: საწვავი, რომელიც თქვენთვის 3,24 ღირს – ამათთვის 2,33 – ში “გამოდის”… ისიც ჩვენს ხარჯზე. ანუ, ლარით გაიაფება საწვავის შესაძლებელია. ამასთანავე, გარდა ამ 81 ავტომობილისა, სრულიად უსაქმური ხალხის რომ არის, გაფორმებული ბიუჯეტის ბალანსზე, მიბმული აქვთ უნომრო პლასტიკური ბარათი, ხარჯავენ ასე ულიმიტოდ, ოჯახობით…
ყველა ეს ინფორმაცია, დოკუმენტაციით დართულია.
სერიიდან, როგორ ცხოვრობენ თქვენს ხარჯზე ქოცი წურბელები” – წერს ნიკოლაშვილი.