ივანიშვილს არ მოსწონდა, რომ არ ვეთანხმებოდი გლობალური ომის პარტიის პროპაგანდაში – ბაჩიაშვილი

”ივანიშვილს არ მოსწონდა ის, რომ მე მას არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეში, მათ შორის გლობალური ომის პარტიის პროპაგანდაში. მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვიდან, ვინც ღიად, ჩემი ინსტაგრამის მეშვეობით, მე მეტი საჯაროობა არ მქონია, მქონდა ინსტაგრამი და ფეისბუქი და ინსტაგრამის მეშვეობით ძალიან აქტიურად ვგმობდი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ყველა იმ ბარბაროსულ მოქმედებას და იმ საზარელ ომს, რომელიც რუსეთმა გააჩაღა. ეს ვერ აიტანა.”-

თქვა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა დროებაში.

პროკურატურა მას დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, კერძოდ, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მან 2015 წლის ზაფხულში, პირადად მობილიზებული და ინვესტორების მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share