თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა გამგზავრება მოსალოდნელი რეპრესიების გამო გადაწყვიტა. გოდოლაძე გამგზავრებამდე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მას ციხეში გაშვებას უპირებდა. გეოლოგის თქმით, მის წინააღმდეგგ ოლიგარქის გამოძიებამ მისი ყოფილი პარტნიორი გამოიყენა და ცრუ ჩვენება მიაცემინა, არადა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გოდოლაძე თვეების განმავლობაში იყო.
მეცნიერი ახლა უსაფრთხო ადგილასაა. ის ცხოვრებას და მუშაობას დროებით შტატებიდან გააგრძელებს.
ორგანიზებული შეტევა გეოლოგზე შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მაშინ მეცნიერი ხელისუფლების გულგრილობასა და გადაცდომებზე ღიად ლაპარაკობდა. რაჭაში წინასწარი შეტყობინების სისტემებს და მონიტორინგის სამსახურს რომ ემუშავა, შოვის სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირებოდა.