“ოცნების” პირობებში საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება – მიხელსონი

“ოცნების” პირობებში საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონისაუბრობს. უცხოელი მაღალჩინოსანი საქართველო ერთი დიქტატორის ხელშია, რაც ევროკავშირის კრიტერიუმებთან შეუთავსებელია.

ამასთან, მიხელსონი ქართველი ხალხის დახმარებაც საუბრობს და მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სწორედ ახალი არჩევნებია.

”სამწუხაროდ, საქართველოში მძიმე სიტუაცია. საქართველო დღეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ის არის ერთი პარტიის და ერთი ოლიგარქის, დიქტატორის ქვეშ – ეს კი არ არის თავსებადი ევროკავშირის კრიტერიუმებთან. ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაატარა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავს ყველა ხერხს – რეპრესიებს, დაშინებას, ძალადობას, დევნის მათ, ვინც ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და ევროპულ მომავალს. ეს მეთოდები ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი და ანალოგიური გამოყენებული იყო ბელორუსში. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი უკვე 60 დღეა ქუჩაშია, ეს არის სიგნალი რომ ყველა ქვეყანამ გაიგოს, რომ ახლა საქართველოს და ქართველ ხალხს დახმარება სჭირდება. ახალი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან, რომელიც “ქართული ოცნების” რეჟიმმა შექმნა, ამ პარტიის პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რადგან “ოცნება” რუსული გავლენის ქვეშაა და არის დიდი საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის ნაწილად იქცეს” – ამბობს მიხელსონი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share