“ასამბლეა გმობს რეპრესიებს და დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსული კანონების გამოყენებას” – ევროპელი პოლიტიკოსი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატები უმწვავესი გზავნილების ფონზე მიმდინარეობს – ევროპელი პოლიტიკოსები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ კრიტიკულ განცხადებებს ერთი მეორეს მიყოლებით აკეთებენ.

წამყვანი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსული კანონების გამოყენებას, ძალადობასა და რეპრესიებს ასამბლეა კატეგორიულად გმობენ.

”საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მიდის საკუთარი პირობის წინააღმდეგ. ასამბლეა გმობს ძალადობას და რეპრესიებს პროტესტის წინააღმდეგ და დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსული კანონების გამოყენებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ევროპული ღირებულებები და გაატაროს რეფორმები, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიას, დაიცვას ადამიანის უფლებებს”, – ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share