ხალხის დაშინება საარჩევნო უბნებზე ქმნიდა განცდას, რომ “დიდი ძმა გიყურებს” – ბულაი

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროსაბჭოს ასამბლეის განხილვის მთავარი საკითხია – PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნები მაღალი პოლარიზაციით ხასიათდებოდა.

“ხალხის დაშინება საარჩევნო უბნებზე ქმნიდა განცდას, რომ “დიდი ძმა გიყურებს”” – განაცხადა იულიან ბულაიმ, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით შეშფოთება დააფიქსირა იმ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, რომელსაც “ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებდა.

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ იყო შემთხვევები ხმების მოსყიდვის და ორჯერ ხმის მიცემის, განსაკუთრებით რეგიონებში არ იყო დაცული ხმის ფარულობის უფლება.

რას დავაკვირდით ამ არჩევების დროს. არჩევნები ხასიათდებოდა მაღალი პოლარიზაციით პოლიტიკურ და მედიის ჭრილში, ისევე როგორც იყო დიდი ანტაგონიზმი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, მეორე მხრივ, მმართველ პარტიასა და უკვე ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის. შეშფოთებული ვართ იმ სიძულვილის ენით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებდნენ. იყო შემთხვევები ხმების მოსყიდვის და ორჯერ ხმის მიცემის, განსაკუთრებით რეგიონებში არ იყო დაცული ხმის ფარულობის უფლება.

ხალხის დაშინება საარჩევნო უბნებზე ქმნიდა განცდას, რომ “დიდი ძმა გიყურებს”!  ამ საკითხებმა სერიოზულად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ნდობას მისი შედეგების მიმართ და დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, შედეგების ლეგიტიმაცია. 

იყო სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ჩატარდა თუ არა არჩევნები ისეთ გარემოში როგორიც შეესაბამება სამართლიან არჩევნებს, იყო თუ არა დაცლილი დაშინებისგან და ზეწოლისგან. ანგარიშის მერე ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი სერიოზული მოვლენების განვითარება საქართველოში. ქართულმა ოცნებამ დაპირება გატეხა და ჩამოაშორა საქართველო ევროინტეგრაციას. მასიური დემონსტრაციები ხასიათდებოდა ძალადობით, პოლიციელების სისასტიკით, მშვიდობიანი მომიტინგეების და ოპოზიციის წინააღმდეგ”, – ამბობს ბულაი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share