ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზნესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა?! – ოქრიაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში PSP ჯგუფზე განხორციელებულ შეტევაზე წერს და აცხადებს, რომ “პროპაგანდისტებმა PSP ჯგუფისგან ამ დეზინფორმაციაზე საკადრისი პასუხი უკვე მიიღეს.“

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი ტელევიზიიის ეთერში “სიტყვა გაექცა“ და განაცხადა, რომ “ბიზნესი შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან“.

“ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა?!“, – წერს ოქრიაშვილი.

ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა?!

მამუკა მდინარაძის თაოსნობით, ანტიდასავლური, პროპაგანდისტი ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის მეშვეობით განხორციელდა შეტევა ჩემს მიერ აშენებულ, საქართველოში ყველაზე მაგარ კომპანია PSP ჯგუფზე, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი პატრიოტი ადამიანი და კომპანია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს.

ეს კომპანია აშენებულია ყველა მთავრობის მიერ ღიად ანტიბიზნესური და ანტიეკონომიკური ატმოსფეროს პირობებში. თუმცა, პროპაგანდისტებმა PSP ჯგუფისგან ამ დეზინფორმაციაზე საკადრისი პასუხი უკვე მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ „იმედზე“ განაცხადა, რომ ბიზნესი შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან. საჩხერულად რომ ვთქვათ, სიტყვა გაექცა.

ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, თავისუფალ ბიზნესმენებს? თუ ბიზნესმენ ივანიშვილს ეუბნებით, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა? თუ ბიზნესმენ ტრამპს ეუბნებით, რომ გადაგდეს და არ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი?! ჯერ დაფიქრი და მერე თქვი, შე კაი ადამიანო!“, – წერს ოქრიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share