“ომის დასრულებისთანავე პუტინს პასუხს მოსთხოვენ: სანქციებით დაზარალებული რუსი ოლიგარქები, ომში გაბანძებულ ნამუსაყრილი გენერლები და ოფიცრობა, წარუმატებელ ომში დახოცილი და დახეიბრებული მილიონი რუსის ჭირისუფალი, კადიროვის მიერ დამცირებული ძალოვნები, ათწლეულებით უკან გადატყორცნილი ბიზნესის საშუალო ფენა, ევროატლანტიკური ბაზრებიდან ჩახსნილი მენავთობეები, შოვინიზმით დაავადებული გაწბილებული ელექტორატი და პარტაქტივი.
მას დაამხობენ, მას დაამცირებენ, მის ეპოქას გაასამართლებენ და ისტორიიდან ამოშლიან, მის გარემოცვას გაძარცვავენ, მის მემკვიდრეობას დააპატარავებენ და სადმე ღრმა უჯრაში შეჩურთავენ.
შემდეგი ათწლეულები რუსეთს მოუწევს უზარმაზარი ძალისხმევის დახარჯვა, რომ ჩინეთმა არ წაიღოს შორეული აღმოსავლეთი, რომ ჩინეთმა საბოლოოდ არ გააძევოს შუა აზიიდან, რომ ჩინეთმა არ აქციოს გასაღების ბაზრად და საკუთარი პროდუქციის მონა მომხმარებლად, რომ დასავლეთმა ოდესმე ხელი გაუწოდოს, რომ შავ ზღვაში ოდესმე მაინც გაუთანაბროს საკუთარი საზღვაო ფლოტი თურქეთისას, რომ სკანდინავიის ნატოში გაწევრიანებას ოდესმე მაინც მოარგოს სამხედრო დოქტრინა, რომ ოდესმე მაინც აღიდგინოს სამხედრო და პოლიტიკური ავტორიტეტი – ჩამოთვლილი პუნქტებიდან მინიმუმ ნახევარს, ომისშემდგომი რუსეთი ვერასოდეს ვერ გაუმკლავდება.
რატომ არის ნირწამხდარი ქოცპროპაგანდა? იმიტომ, რომ ზემოთ აღწერილი მოცემულობა მათთვისაც თვალსაჩინოა.– აცხადებს პოლიტიკოსი, ყოფილი გენპროკურორი მურთაზ ზოდელავა.