“3 საათზე, 3 წუთით” – 31 იანვარს, ქალები მზია ამაღლობელის მხარდამსაჭერად გაერთიანდებიან.
საპროტესტო აქციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაანონსდა, ყველა ქალს შეუძლია ჩაერთოს, განურჩევლად, ასაკისა და პროფესიისა. ინფორმაციაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მათგანი საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად.
“3 საათზე, 3 წუთით” 31 იანვარს, ვაწყობთ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ ინდივიდუალურ საპროტესტო აქციას, მხოლოდ ქალები:
თუ ხარ ქალი, ასაკის, პროფესიის, შეხედულებების განურჩევლად, თუ უერთდები მომაკვდავი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნას…
– 14:45-ზე დაიკავე ღერძულა ხაზი ნებისმიერ სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე (ნებისმიერ ქალაქში)
– თან იყოლიე მეწყვილე, ადამიანი, რომელიც შენივე ტელეფონით, შენსავე სოციალურ ქსელში (ინსტაგრამი ან ფეისბუქი) გაგიყვანს ლაივში და გადაგიღებს ლაივ-ვიდეოს ზუსტად 3 წუთის განმავლობაში
– ხელში დაიჭირე შეძლებისდაგვარად დიდი თეთრი ქაღალდი ან ნაჭერი შავი ხელნაწერი ტექსტით: თავისუფლება მზია ამაღლობელს (ზუსტად ამ ფორმულირებით, იმპროვიზაციის გარეშე)
– ზუსტად 15:00-ზე, უკვე ღერძულა ხაზზე მდგომი შენს მეწყვილეს გაყავხარ ლაივში
– ლაივის ვიდეო უნდა იწყებოდეს ბანერზე მიზუმებული; 30 წამის შემდეგ ZOOM OUT და კადრში უნდა გამოჩნდეს პროტესტანდის მთლიანი სხეული და გზა, რომელზეც დგას (დაახლოებით 3-4 მეტრიდან გადაგიღონ)
– ზუსტად 3 წუთის შემდეგ თქვენმა მეწყვილემ ლაივი უნდა გათიშოს (ამის შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ ვიდეოს გარეშე, დამატებით დროით დარჩებით თუ არა ბანერით ხელში იმისთვის, რომ ბევრმა მანქანამ შეგამჩნიოთ, მაგრამ ლაივის დრო ზუსტად 3 წუთი უნდა იყოს)
– გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ზუსტად 3 საათზე ლაივში გასვლა, ტექსტით და ზუმაუთით დაწყება და 3 წუთის თავზე ლაივის გათიშვა. ეს მარტივი პროტოკოლი უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა ადგილებში გაფანტული ქალების ინდივიიდუალური პროტექსტი ერთ დიდ საპროტესტო ქსელს დაემსგავსოს
– ლაივის დამთავრების შემდეგ ვიდეო გააზიარეთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც გაქვთ
– 3 წუთიანი ვიდეო დასრულებისთანავე გამოგზავნეთ მეილზე: matskhonashvili@gmail.com რომ მალევე ამ ინდივიდუალური ვიდეოებისგან აიკინძოს საერთო, კოლაჟური ვიდეო“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.