“საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადი რეანიმაციულ საწოლზე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.