„მმართველი ელიტა რეპრესიული ქმედებებით ქართველ ხალხთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს“ – ლატვიის საგარეო

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს.

„უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს.

სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, – აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share