ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან თათია ნიკოლაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”გენერალური პროკურატურის ბრიფინგს ვუსმინეთ.. აშკარად ვერ ხვდებოდა რას ყვებოდა შოთაძის უწყების წარმომადგენელი.. 3 წუთში თავისი პირით მოგვიყვა, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოება მკვლელების, ყაჩაღების, კორუმპირებულების ხელშია. ქუჩაში, პარკში, სკვერში არსად არ არის დაცული ჩვენი შვილების უსაფრთხოება .
20, 30, 40… არა – 380 ვოლტი დენი გადიოდა შადრევანშიო.. გესმით? 380 ვოლტის დენი გადიოდა იქ, სადაც წინა დღეს ქალაქის მერმა მიიპატიჟა ბავშვები, ხალხი..
ვინც მართლა გულწრფელად სვამთ კითხვას – თუ რატომ უნდა გადადგეს მერი .. გულწრფელად და არა “გამპრავებლის” ვალდებულების მქონენი.. მათთვის ყველაზე მარტივ ენაზე მინდა ავხსნა: თქვენ ხომ არ დაიქირავეთ კომპანია, რომელიც ათობით მილიონის ტენდერებს იგებდა ? – კალაძემ დაიქირავა, დიახ.. მანამდეც ის უფორმებდა მილიონიან ხელშეკრულებებს.. ჩვენ, ხალხი – ხელისუფლების, თვითმართველობის წარმომადგენლებს ვუხდით ფულს, ჩვენ მათ ვქირაობთ და მათი ვალდებულებაა დაიქირაონ კომპეტენტური კომპანიები, საქმის მცოდნე ხალხი, კონტროლი გაუწიონ სამუშაოებს, ჩაიბარონ, შეამოწმონ – ამაში ვუხდით ჩვენ ფულს. მათ 9 ადამიანი დააკავეს, მოგვიყვნენ, რომ სრული განუკითხაობაა ყველა რგოლში და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელმა პირმა – კალაძემ..მე არაფერ შუაში ვარო.. რად უღირთ ეს ყველაფერი? რა ფულად და რა სკამად?
იაზრებთ სად ვცხოვრობთ? იაზრებთ ვის ხელშია ჩვენი შვილების უსაფრთხოება? ანგელოზი პატარა გოგონა რომ გარდაიცვალა ამაზე უნდა გავჩუმდეთ? ნება მივცეთ კიდევ ჩაიდინონ იგივე? გაჩუმება, შეგუება მგონია ყველაზე დიდი დანაშაული ასეთ დროს სწორედ..
ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება.. 380 ვოლტი დენის საფრთხის ქვეშ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი შვილები..” – წერს ნიკოლაშვილი.