საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს – ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
25 თებერვალს ყველა აქციაზე” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოიჭრა, დედაქალაქი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა და მათი გადასახლება დაიწყო. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა.