სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა

სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. “პირველების” მოპოვებული ინფორმაციით, გაბიტაშვილის სახელზე შესული საჩივარი ვახო გომელაურის ხელში აღმოჩნდა. არადა შესაძლოა, ეს ინტერესთა დიდი კონფლიქტი იყოს, რადგან ზურაბიშვილის თავდასხმის საქმეში სავარაუდოდ იკვეთება პოლიციელების ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობა. იმ დროს როდესაც მეხუთე პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ, ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა  რეაგირება არავის მოუხდენია.

 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.

 

როგორც “პირველებს” უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share