გზა მხოლოდ დეპუტატის სახლამდე, რომელიც გადასახადების გადამხდელებს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა დუშეთში უკვე იციან, რომ მათ გზა აქვთ დასაგები, რომელიც ,,ოცნების” დეპუტატის სახლამდე მიდის. იმისთვის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი შეშლოდა და გზა შემთხვევით სხვის სახლთან არ მიეყვანათ, პროექტს პირდაპირ დეპუტატ გიორგი ამილახვარის სახელი და გვარი დაარქვეს. ეს იმ ფონზე, როდესაც წითელსოფლის დანარჩენი ნაწილი ტალახში ეფლობა.
”შიდა მოკვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ გზა მის სახლამდე 300 მეტრს წარმოადგენს. საკმაოდ ბევრი პრობლემაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და მე პირადად არასწორად მიმაჩნია აღნიშნული პროექტის განხორციელება” – ამბობს გიორგი თათარაშვილი, დუშეთის საკრებულოს წევრი გახარიის პარტიიდან.
ტვ პირველი