18 წელი ვარდების რევოლუციიდან

დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება.

სამოქალაქო აქტივისტები ყველას მოუწოდებენ, მიიღონ მონაწილეობა აქციაში, გამოხატონ პოზიცია და შეაფასონ ისტორიული მოვლენა, რომელმაც შეცვალა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება და საქართველო მსოფლიო რუკის ერთერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ აქცია.

“2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share