“ვარდების რევოლუცია რომ არა”…

”პირადად მე, ქვეყნიდან 1991 წელს წასული და სულ სხვა გარემოში განათლება მიღებული და ინტეგრირებული ადამიანი, საქართველოსკენ 2003 წლის 23 ნოემბერმა შემომაბრუნა.

პირველად შეგნებულ ცხოვრებაში მომეცა იმედი, რომ საქართველო არ იყო საზიზღარი პოსტ-საბჭოთა ჭაობისთვის საბოლოოდ განწირული.

ასევე პირველად მომეცა საბაბი მეამაყა ქვეყნის აწმყოთი და არა წარსულით თუ მისი თვითმყოფადი კულტურით.

ერთ-ორ წელიწადში მოქალაქეობაც აღვიდგინე, და მახსოვს გაზეთებიც კი გამოვიწერე, რომლებიც მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღწევდა ჩემამდე (ახლაც დაარქივებული მაქვს:).

ამ დღის შედეგად, ნებსით თუ უნებლიედ, ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საბოლოოდ აღსდგა ხიდი ჩემსა და ჩემს ქვეყანას შორის და ჩემი ცხოვრება კვლავ დიდწილად მაინც მაქაურობას დავუკავშირე.

მართალია დღესაც საქართველოდან შორს ვცხოვრობ და ჩემი საქმე და სამსახური მაქვს. მაგრამ არაფერი და არასდროს ისე არ მიშლის ნერვებს და არ მახარებს როგორც ის, რაც საქართველოს უკავშირდება. არ მენანება არც დრო, არც ენერგია და არც კარიერული მიზნებით რაღაც მდარე ევროპულ მეინსტრიმში ჩაწერა ძალმიძს.

ეს “ბრძნული” არც მწვადის და არც შამფურის დაწვაც ვერ ვისწავლე. ვერ ვისწავლე ამ დღის გამო, 2008 წლის აგვისტოს და კიდევ ერთი-ორი თარიღის გამო.

დიახ, ვარდების რევოლუცია რომ არა, დღევანდელ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკის უკუნეთში არ მექნებოდა ის მბჟუტავი იმედი და არ ჩავეჭიდებოდი ასე ჯიუტად იმ წარმოსახვით ძაფს, რომლებიც მაფიქრებინენენ რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი მაინც უკეთესს იმსახურებს. ჰოდა თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა! ვარდების რევოლუციას გაუმარჯოს.”

პოსტის ავტორი  თორნიკე გორდაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share