„ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ აპირებს რუსეთის ბატონობაში დაბრუნებას და არის მმართველი პარტია, რომელიც ფაქტობრივად, ერთი ადამიანის მიერ იმართება“ – პრეზიდენტი

ქართველი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს. დღეს არავის ჰგონია, რომ ვინმე სხვამ უნდა იბრძოლოს ჩვენს მაგივრად – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  Monocle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მორალური მხარდაჭერა და ყურადღებაა საჭიროა.

აქ ვარ სწორედ ამიტომ, რომ ავხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, თუნდაც დღეს ასე არ ჩანდეს. საქართველოს მდგომარეობა ეგზისტენციურია.

 

ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ აპირებს რუსეთის ბატონობაში დაბრუნებას და არის მმართველი პარტია, რომელიც ფაქტობრივად, ერთი ადამიანის მიერ იმართება. ეს პროცესი მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ორი ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც რუსული ჯარი დგას, ამიტომაც ეს მოძრაობა [„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ] უკიდურესად მშვიდობიანია”- ამბობს პრეზიდენტი. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share