სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი წლიურად 17.8 ლარით გაიზარდა და 256 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალთან შედარებით, მაჩვენებელი 40 თეთრით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 226.7 ლარი იყო, რაც 15.7 ლარით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მქონე კაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის აუცილებელი კალორიების რაოდენობას შეიცავს.
მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.