წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მარკეტი, რომელიც ჯერ არ ფუნქციონირებდა, გაქურდეს. მაღაზია დღეს უნდა გახსნილიყო. ქურდობა მაღაზია “დეილის” ფილიალში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თამბაქო და ალკოჰოლი.
გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.