“არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, რადგან ახალ თაობას ახალი ლიდერის მოთხოვნა აქვს” -ამის შესახებ ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
“არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, ახალ თაობას აქვს ახალი ლიდერის მოთხოვნა. მათ საერთოდ სხვა დაკვეთა აქვს, სხვანაირ ლიდერზე, მაგალითა მზია ამაღლობელისნაირზე. ჩვენ ვუყურებთ ინდივიდუალურ თავგანწირვებს და ამის პარალელურად, ვემუდარებით პოლიტიკოსებს, მოვიდნენ და თავში ჩაგვიდგნენ, ასე არ გამოვა, მათ გაერთიანება არც უნდათ.
ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა და რომ არ გამოდის ეს არის ფაქტი“, – განაცხადა მაია ასათიანმა.