დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება

პროტესტის მე-87 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.

კერძოდ, თბილისში, 19:00 საათზე გაიმართება აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

20:00 საათზე, ველოსიპედის ძეგლთან – „პროფესიების პროტესტი რუსთაველზე: ჯანდაცვის სექტორი“

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან.

21:00 – საპროტესტო აუდიტორიის საჯარო ლექცია (1-ელი გიმნაზიის წინ, აკაკის და ილიას ძეგლთან)

21:30 – აგორა: დისკუსია პოლიტიკოსებთან (არწივის ქვეშ)

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, 17:00 საათზე, საკრებულოს წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით -„გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

ახალციხეში, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან – არა რუსულ რეჟიმს!

ბათუმში, 17:00საათზე, ცენტრალური პარკის კოლონადებთან – მდუმარე მარში

19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან – სამშობლოს სამსახურში!

ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ – „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

თელავში, 17:00 საათზე, მერიის წინ – უწყვეტი პროტესტი თელავში

ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ – კი ევროპას, არა რუსეთს!

ჩხოროწყუში, 20:00 საათზე, მერიის წინ – გაბედე პროტესტი ყოველდღე!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share