“სამი მიცვალებულია სოფელ ძიმითში და მეზობლებიც კი, უგზოობის გამო სამძიმარზე ვერ მიდის, გამგებელმა სოფლის, ტელეფონი საერთოდ გამორთო და გაქრა, რა გახდა ერთი ტრაქტორი-საერთოდ ხელისუფლება არსებობს?”
ამ კითხვით ასრულებენ წუხილს, არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მოსახლეობა, “გურიის მოამბესთან” საუბარში.
“არათუ ძიმითის თემში შემავალ სოფლებს და უბნებს შორის, ოზურგეთი-ლანჩხუთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ძიმითის მონაკვეთზე ყოველშემთხვევაში, გზა არ გაწმენდილა. ასე როგორ შეიძლება, ხალხი მზად ვართ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ტრაქტორის გარეშე არაფერი არ გამოვა, არა შუქი, მოკლედ გამოქვაბულში ვართ ორი დღეა”
გვიყვება სოფელ ძიმითის მკვიდრი ამბაკო ხინთიბიძე და გვთხოვს ძიმითელების ხმა ხელისუფლებამდე მივაღწიოთ:
-“გურიის მოამბე” – ბატონო ამბაკო, ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მერია ავრცელებენ ვიდეოებს, რომ ტექნიკა სოფლებში მუშაობს და გზები იწმინდება..
-ა.მ. მომისმინე აქეთ ბიძია, მაგენი მის სახლებთან მისავალ გზებს თუ წმენდენ არ ვიცი და სოფლებში ტრაქტორი კი არა ხელისუფლების წარმომადგენელიც კი არავის უნახია, გამგებელმა აგერ, სოფლის, ტელეფონიც გათიშა და გაქრა კაცი.