„დილის 4 საათიდან შეკვეთილის წრიულზე ვარ ჩარჩენილი, 112-ს დავურეკე ასჯერ, აზრი ნული”

გურიაში, წვერმაღალას რკინიგზის სადგურთან თოვლში ჩარჩენილია და დახმარებას ითხოვს ნანკა გოგუაძე: „მეგობრებო, აქ ვარ ზუსტად ჩარჩენილი – ავტობანამდე არ მისული 200 მ. იქნებ ხართ ვინმე ახლოს მაღალი გამავლობის მანქანით? დაბალი მანქანით ვერ მოხვალთ“ _ წერს იგი სოციალურ ქსელში.

მანამდე მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

“S. O . S! ღამის 4 საათის მერე ჩარჩენილი ვარ თოვლში – მანქანით.

შეკვეთილის წრიულზე, სადაც მოსახლეობაც კი არ არის.

აქ იმიტომ ამოვყევი თავი,რომ გზაზე რომ პოლიციელები დგანან და ხელებს იქნევენ ჰაერში – აქედან წადიო, მითხრა.

112-ს დავურეკე ასჯერ – აზრი ნული.

კიდიათ…

გზას ვერ წმენდენ…

არ ყავთ ტრაქტორი, გაფუჭდა გზის მწმენდი, ნიჩაბი და ბარიც კი არ აქვს სამაშველოს, რომ გზა ჩემით მაინც გავწმინდო.

ვერ მეუბნებიან ვერაფერს, როდის გაიწმინდება გზა, ან ვინმე მიშველის თუ არა..

ფატიურად ჩაფლული ვარ, ვერც მანქანას ვძრავ, ვერც ფეხით გადმოვდივარ

ანუ ეხლა დროშა რომ მქონდეს და გადმოვდგე ყვირილით: დემოკრატია და კარგი სასამართლო მინდა-თქო, 10 ეკიპაჟი გაჩნდებოდა უცებ, დარწმუნებული ვარ.

მაგრამ თუ გზის გაუწმენდავობის გამო, მანქანით ჩავრჩი, ბენზინი მითავდება, წყალი-საჭმელი არ მაქვს, არ აინტერესებს“ _ წერს ნანკა გოგუაძე სოციალურ ქსელში.

[საღამოს 8 საათისთვის მან დაწერა, რომ პრობლემა გვარდება _ მოსულია ტექნიკა და გზას მალე გაათავისუფლებენო].

წყარო -გურია თუდეი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share