გურიაში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებისა და თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად ვებგვერდი შეიქმნა

გურიაში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებისა და თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად ვებგვერდი Moxalise.ge შეიქმნა.

ვებგვერდზე  რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო:

“როგორც იცით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დავორგანიზდით და თქვენი დახმარებაც გვჭირდება.

მოხალისეებმა! შექმენით ტელეგრამი და შემოგვიერთდით ჯგუფში – @guria_sos , ამის შემდეგ მოიწერეთ სად, რომელ რაიონში აპირებთ მისვლას.

moxalise.ge საიტზე აირჩიეთ პირი რომელთანაც მიხვალთ და მოიწერეთ იმავე ტელეგრამ არხზე.

 როგორ გამოიყენოთ moxalise.ge:

 რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო

 მარცხენა მხარეს ნახავთ ლეგენდას – აქედან გაერკვევით მონიშნულებების მნიშვნელობაში

 მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფილტრები – შეგიძლიათ ლოკაციის მიხედვით გააფილტროთ ინფორმაცია.

დახმარების პოსტს ვინც წერთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/ Google Maps-ის ლინკი/და აღწერა)” –  წერს ჯგუფ “მოხალისეები გურიისთვის” ადმინისტრატორი, ლინა მხითარიანი.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share