ბათუმში ლოზუნგით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” აქცია გაიმართა

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”,- ამ ლოზუნგით ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეები, პროტესტის რეჟიმში 91 დღეა იმყოფებიან და აცხადებენ, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს, ასევე, ისინი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მათი თქმით, უამინდობის მიუხედავად, პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share