“ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ” – ასე აფასებს სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიერ მსახიობისა და რეჟიმის 10-ივე ტყვის პატიმრობაში დატოვებას.
ლიკა გუნცაძის თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოები არიან, არ ჰქონია მოლოდინი, რომ რეჟიმის მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და უკანონოდ დაკავებულებს აღკვეთის გარეშე გაათავისუფლებდა.
”არ მქონდა არანაირი მოლოდინი, მაგრამ ჩემთვის მაინც მძიმე დღე იყო.
ვცხოვრობთ ამ ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში. ეს ტერორია მეტი, რა არის ტერორი. ყოველ დღე ვუყურებთ ცემა ტყეპას, დაჭერებს, ჯარიმებს არაადეკვატურს. რა ხდება ჩვენს თავს, რისი გულისთვის დაიჭირეს ეს ბიჭები. არცერთი ბიჭი დამნაშავე არ არის, არავის, არაფერი არ უმტკიცდება…სრულიად უდანაშაულოები არიან ბიჭები, არც უმტკიცდებათ არაფერი, როგორ შეიძლება ეს იყოს ორგანიზებული დანაშაული, როდესაც სასამართლოზე გაიცნეს ერთმანეთი”, – ამბობს ლიკა გუნცაძე.