ივანიშვილის პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ სხეულს მაკრატლით შუაში ჭრის, თუმცა, ყველაფერი მაინც კარგად იქნება, რადგან, ერი ერთიანი სხეულია- ამის შესახებ ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ განაცხადა.
კუნჭულიას თქმით, ივანიშვილი არასდროს ყოფილა სადღაც, “უბრალოდ დღეს სცენაზე გამოვიდა და თავისი ფინანსები და ამბიციები გამოიტანა.“
”ერის ერთიან სხეულს ივანიშვილი მაკრატლით ჭრის. საიდან დაიწყო ეს გახლეჩა ერის – მოდი, გავიხსენოთ, რომ ნაცების უკან იდგა ივანიშვილი, უჩინარი ქველმოქმედი, რომელიც ყველაფერს აფინანსებდა. ის არასდროს იყო სადღაც, დღეს კი გამოვიდა სცენაზე, გამოიტანა თავისი ფინანსებიც და ამბიციებიც. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მას არავინ ეუბნება, რომ გავა წლები და ვინმე მკვლევარი აღმოაჩნეს, რომ მისმა პოლიტიკამ საქართველოს ეროვნული სხეული გაჭრა შუაში.
თუმცა, ყველაფერი მაინც კარგად იქნება, რადგან, თუ ერი მისთვის სტატისტიკაა, ერი ერთიანი სხეულია, რომელიც ყველასგან შედგება.
ივანიშვილმა თავისი მომხრეები კორტიზოლის , შიშის ჰორმონით გაჟღინთა, ომი მოდის, ევროპელი მოდის,რომელიც კაცობას წაგართმევს და ამ საშინელებაში აცხოვრა. ერი ძალიან ჭკიანია, ერის დახლეჩვა არავის შერჩენია. ერის მოკვლა, გაგუდვა, დაჩეხვა მისი ნება არ არის. მას ხომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია, იყიდოს დროის მანქანა, გადაახვიოს და ნახავს, რომ ეს ბავშვები იქნებიან იდეალური საქართველოს სათავეში, და მიხვდება რასაც აკეთებდა, ახლა შეიძლება ვერ ხვდება, რასაც აშავებს“, – ამბობს კუნჭულია.