ოზურგეთის ატრაქციონი როგორც ყოველთვის – წელსაც ჩაინგრა

დიდთოვლობის შედეაგად ოზურგეთის დასვენების პარკში – კოსტავას ქუჩა-მდებარე ატრაქციონი ჩაინგრა.

ატრაქციონის დანგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ატრაქციონი ყოველ ზამთარს ინგრევა, თუ მიმდინარე წელს შესაძლოა მისი ჩანგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა, გასულ წლებში ის ქარის, ანაც 10 სანტიმეტრი სისქის თოვლის მოსვლის შედეგადაც ინგრეოდა.

გაუგებარია როგორ ახორციელებს ოზურგეთის მერია მის შეკეთებას ყოველწლიუურად და მასში ათეულ ათასობით ლარს ხარჯავს, მაშინ როდესაც ასეთი სიტუაციების დროს, ამ შენობას ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა და პირველივე “დაბრკოლებისთანავე” ინგრევა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share