ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამის შესახებ სამინისტრო X-ზე წერს.
“ამ კვირას საქართველოში მზია ამაღლობელის სასამართლო საქმე დაიწყო.
რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში არ მოდის.
ბელგია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
თუ არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია”. – წერია ბელგიის განცხადებაში.