ამ წუთებში, ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირებაა.
გამლახეს ჩვეულებრივად – ამბობს საკრებულოს ოპოზოციონერი წევრი. არსებული ინფორმაციით, ნაცემია “რუსთავი 2” ოპერატორიც.
ესენი არიან ჯალათები, ზონდერებად გადაქცეული ხალხია, ხელფასს ამისთვის უმატებენ, რომ ეს გააკეთონ”- ამბობს საკრებულოს ოპოციონერი წევრი.
ადგილზე მივიდა პოლიციაც.
დღეს ოზურგეთის საკრებულოში “ოცნების” ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდაზე უნდა ემსჯელათ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატებს სხდომაზე შესვლა დღეს სირცხვილის დერეფნის გავლით და ნაწამები ხალხის ფოტების ფონზე მოუწიათ.