პროტესტის 100-მა დღემ ინდივიდების ბრძოლა აჩვენა, სწორედ ეს არის გამარჯვების საწინდარი – კახა კინწურაშვილი

პროტესტის 100-მა დღემ ინდივიდების ბრძოლა აჩვენა… სწორედ ეს არის გამარჯვების საწინდარი – ასეთია კახა კინწურაშვილი პროტესტის მეასე დღესაც რუსტაველის გამზირზე დგას და ამბობს, რომ ამ პროტესტმა “ინდივიდების ბრძოლა აჩვენა”.

მისი თქმით, ეს არის სწორედ გამარჯვების საწინდარი და ამ ბრძოლას კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც.

”მე არ ვესხმი თავს სახელმწიფოს, არ ვესხმი თავს პარტიას. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მე ვიცავ საკუტარ თავს უსამართლობისგან, როგორც ინდივიდი. ამ პროტესტმა თუ რამე აჩვენა, ეს არის ინდივიდების ბრძოლა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის გამარჯვების საწინდარი და ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ საქართველოს საზოგადოება მართლაც შედგა და ამას ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ”, – განაცხდა კახა კინწურაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share