თავიდან ბოლომდე “ფეიკია” – “ოცნება” უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ბინძურ პროვოკაციას უწოდებს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მმართველ გუნდში “ფეიკს” უწოდებენ. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აღნიშნულს საქართველოს წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციად აფასებს.

ძალიან მძიმე მოსასმენია აბრალდებდე შენს მეგობარ ქვეყანას იმას, რაც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს და წარმოუდგენელია, ეს არის თავიდან ბოლომდე ფეიკი, სიყალბე, სიცრუე, შეთხზული ამბავი, რომელიც სინამდვილედ არის გასაღებული,. ყველაზე ბინძური პროვოკაცია, რომელიც კი დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, – ამბობს გია ცაგარეიშვილი.

საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა  – „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხემარება. მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის სამინსიტრომ მოიპოვა. ვიდრე მთელი მსოფლიო რუსეთს საქნციებს უწესებს, ირკევევა, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share