ჩერნიგოვის რაიონში ოკუპანტებს სარდაფში 150-ზე მეტი მძევალი ჰყავდათ დაკავებული, – ამის შესახებ ჩერნიგოვის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიაჩესლავ ჩაუსი აცხადებს.
რუს ოკუპანტებს მოსახლეობა სოფელ იაგოდნოეს სკოლის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული, ანტისანიტარიულ პირობებში და მხოლოდ ხანდახან აძლევდნენ გარეთ გასვლის საშუალებას.
მკვდარი რუსების ცხედრების გატანის ნებასაც არ იძლეოდნენ, ამიტომ ხალხს გვამებთან ერთად უწევდა ყოფნა.
აქ ისინი დაავადდნენ და დაიღუპნენ. აქ ისინი ცოცხლები იყვნენ მიცვალებულების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. ტკივილი. სასოწარკვეთა. ტუალეტი ვედროზე. დახრჩობა. ბავშვები. იყვნენ ქალები და ბავშვები. მე თაყვანს ვცემ მათ გამბედაობას და გამძლეობას. ეს არის საშინელება.ამაზე მტერიც აუცილებლად უპასუხებს.სრულად უპასუხებს“, – თქვა ჩაუსმა.
“აქ ავადდებოდნენ და კვდებოდნენ. აქ ცოცხლები იმყოფებოდნენ გარდაცვლილების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. ტკივილი. სასოწარკვეთა. ტუალეტი ვედროში. უჰაერობა. ბავშვები. იქ იყვნენ ბავშვები და ქალები. მე ქედს ვიხდი მათი ვაჟკაცობისა და გამძლეობის წინაშე. ეს საშინელებაა. ამის გამოც, მტერი პასუხს აუცილებლად აგებს. პასუხს აგებს სრულად”, – თქვა ჩაუსმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, მათ ხელ-ფეხს უბოჭავდნენ და ისე აწამებდნენ და კლავდნენ. უკრაინის აწ უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი.