ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი გათავისუფლდა, ინფორმაციას ამუშავებენ ირპენში, ბიჩასა და ვორცელში არსებულ ვითარებაზე.
სინამდვილეში, ბოროდიანკაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მხრივ. ბოროდიანკაზე მგონი ცალკე ვისაუბრებთ. არის რაღაც სალაპარაკო“, – განაცხადა ვენედიქტოვამ ტელემარათონის ეთერში.
ბუჩაში ასობით ცხედარი ხელებშეკრული და ნაწამები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქზე კონტროლი აღადგინეს და ქალაქში შევიდნენ.